ტერენტი ჭანტურია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანტურია, ტერენტი)
ტერენტი ჭანტურია (დ. 14 ივლისი, 1908, ნოღოხაში — გ. 19 იანვარი 1973, ბათუმი) — ქართველი მოქანდაკე, აჭარის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1957).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო იაკობ ნიკოლაძის მოწაფე. მისი ძირითადი ნამუშევრები დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 382.