ჭანკილოური
ჭანკილოური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-წითელი. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივის აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, მდნარი. წვენი შეუფერავი.
ჭანკილოური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175-185 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.
ჭანკილოური გამოიყენება სხვა წითელყურძნიან ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ჯიშური ღვინო მიიღება ღია-წითელი შეფერვის, მსუბუქი და საკმაოდ ხალისიანი გემოთი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 491