ჭამა (სამართლის ისტორია)
„ჭამა“ — ძველ საქართველოში ქონებით სარგებლობა, მისგან შემოსავლის მიღება. ამ მნიშვნელობის ტერმინდად „ჭამა“ XIII საუკუნიდან დასტურდება, მაგ., შემდეგი სახით: ადგილ-მამულისა და ცალკეული სავარგულის, შენობის, აგრეთვე საწარმოს ექსპლუატაცია თავის სასარგებლოდ; მამულის შემოსავლის „ჭამა“ სისხლის ანგარიშში; გირაოს „ჭამა“ სარგებელში; თანამდებობრივი შემოსავლის, მაგ., მოურავობის „ჭამა“ და სხვ. შესაბამის ქონებას თუ საშემოსავლო წყაროს „სამჭმო“ ეწოდებოდა, ნასარგებლევს კი — „ნაჭამი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.