ჭაბონამა
„ჭაბონამა“ — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ფოთიდან. თამაშობს „ფაზისის“ სტადიონზე.
სრული სახელი | სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი ჭაბონამა |
---|---|
დაარსდა | 2017 |
სტადიონი |
ფაზისი ფოთი, საქართველო (ტევადობა: 7,500) |
პრეზიდენტი | დავით დგებია |
მწვრთნელი | დავით ლოლუა |
კაპიტანი | გიორგი ტყებუჩავა |
ლიგა | მოყვარულთა ლიგა |
1-ლი ადგილი (მოყვარულთა თასი 2017) | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ისტორია
რედაქტირებადაარსდა ორი სამოყვარულო გუნდის „გადიას“ და „მალთაყვას“ გაერთიანებით 2017 წელს და დაერქვა სახელად „ჭაბონამა“.
„ჭაბონამამ“ პირველივე წელს შეძლო საქართველოს მოყვარულთა თასი 2017-ის მოგება. ფინალურ მატჩში ფოთელებმა თბილისის „ნახალოვკა“ დაამარცხეს ანგარიშით 4-0.[1]
საქართველოს თასის გამარჯვების შედეგად „ჭაბონამამ“ მოიპოვა უეფას რეგიონთა თასის 2018/19-ზე მონაწილეობის უფლება, სადაც ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები სლოვენიის, შოტლანდიის და რუმინეთის წარმომადგენელი გუნდები იქნებიან.[2][3]
ტიტულები
რედაქტირება- ფოთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 2017, 2018, 2019
- მოყვარულთა თასი
- საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული 2017
- უეფას რეგიონთა თასის მონაწილე 2018
- საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული 2018
- საქართველოს მოყვარულთა თასის ფინალისტი 2019 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ფოთის „ჭაბონამა“ „მოყვარულთა თასი 2017“-ის მფლობელი გახდა. Ipress.Ge (11 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2018.[მკვდარი ბმული]
- ↑ ფოთის გუნდი უეფას რეგიონთა თასზე ითამაშებს. Popsport.Com (11 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2018.[მკვდარი ბმული]
- ↑ უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს ფოთის "ჭაბონამა" წარადგენს. საქართველოს პირველი არხი (11 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2018.