წყნარი დონი (ბალეტი)

ბალეტი

წყნარი დონი (რუს. Тихий Дон) — ბალეტი მიხეილ შოლოხოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. კომპოზიტორი – ლეონიდ კლინიჩევი. ბალეტის პირველი დადგმა 1987 წლის 26 დეკემბერს, ლენინგრადის მცირე ოპერის თეატრში განხორციელდა.

წყნარი დონი
Тихий Дон
კომპოზიტორი ლეონიდ კლინიჩევი
მოქმედებების რაოდენობა 2
შექმნის თარიღი 1987
პირველი დადგმა 26 დეკემბერი, 1987
პირველი დადგმის ადგილი ლენინგრადი, სსრკ

ისტორია რედაქტირება

კომპოზიტორი ლეონიდ კლინიჩევი ბალეტისთვის მუსიკის შექმნაზე დაახლოებით 20 წელი მუშაობდა. ბალეტისათვის მუსიკალური მასალის დასაგროვებლად კლინიჩევი ХХ საუკუნის 60-70-იან წლებში ფოლკლორულ ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას. ბალეტის მუსიკა დონის ექსპედიციის მასალის შემოქმედებითი გარდატეხის პერიოდში გაჩნდა. ბალეტის პირველ მოქმედებაში გამოყენებულია ნაწყვეტები საქორწინო სიმღერიდან „Ты воспой в саду, соловейко“.

საქორწინო სიმღერის ინტონაციიდან „Ты Егорушка, Егор“ დაიბადა ბალეტის მეორე მთავარი მოქმედება „ქორწილი“. საცეკვაო სიმღერა „Казаки в Польше“ გამოყენებულია ბალეტის მეოთხე მოქმედების ნომერში „ავსტრიელებთან ბრძოლა“. კაზაკების სამწყობრო მომზადების სცენაში გამოყენებულია მელოდია ჰიმნიდან „Боже царя храни“.

ცნობილია ბალეტის პარტიტურის ორი რედაქცია — ნ. ბოიარჩიკოვის მიერ ლენინგრადში დასადგმელად მომზადებული ავტორისეული სამაქტიანი და ორაქტიანი.

დადგმა რედაქტირება

ბალეტი „წყნარი დონი“ დაფუძნებულია ლეონიდ კლინიჩევის მუსიკაზე.

დადგმა 1987 წლის 26 დეკემბერს ლენინგრადის მცირე ოპერის თეატრში განხორციელდა. ბალეტმეისტერი — ნიკოლაი ბოიარჩიკოვი. დირიჟორი — ვადიმ აფანასიევი. მხატვარი — რ. ივანოვი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Уринсон Е. Г. Фольклорный балет «Тихий Дон» Л. Клиничева: Принципы музыкальной характеристики и вопросы тематизма. Музыкальная культура Юга России. Южно-Российский музыкальный альманах. Изд. Ростовская консерватория. 2013.
  • Чернова Н. Прорастание смысла (о постановке балета „Тихий Дон“ Л. Клиничева в Ленинградском Малом театре оперы и балета) // Советский балет. — 1989. — № 1. -С.16-18.
  • Большой театр СССР. К 85-летию со дня рождения Михаила Александровича Шолохова. Л. П. Клиничев. „Тихий Дон“. Балет в 2-х частях. — М. : Тип. ГАБТ. — 1990 — 23 мая.

ინტერნეტ-რესურსები რედაქტირება