წყლისმზომელა ბაღლინჯოები

ბაღლინჯოების ოჯახი

წყლისმზომელა ბაღლინჯოები[1] (ლათ. Gerridae) — ბაღლინჯოების ოჯახი. სხეული წვრილი და წაგრძელებულია, სიგრძეში 1–30 მმ, ქვემოდან დაფარულია ხშირი მოკლე ვერცხლისფერი ბეწვით, რომელიც წყლით არ სველდება.[2] ფეხები გრძელია. ხშირად უფრთოებია.[3]

წყლისმზომელა ბაღლინჯოები

Aquarius remigis
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gerridae (Leach, 1815)

ცნობილია 1700-მდე სახეობა, რომელთაგან 10% ზღვის ბინადარია.[4] ცხოვრობენ წყლის ზედაპირზე, იშვიათად მტკნარი წყალსატევების სანაპიროებზე და ნოტიო ხავსში. Halobatinae-ს ქვეოჯახის წარმომადგენლები — ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებზე, ხშირად ხმელეთიდან საკმაოდ შორს. ევროპისათვის ჩვეულია Gerris-ის და Hydrometra-ს გვარის წარმომადგენლები. მცირე ზომის წყლისმზომელა ბაღლინჯოების უმრავლესობა ბინადრობს წყალმცენარეებს შორის. სწრაფად, ნაწყვეტებით დასრიალებენ წყლის ზედაპირზე (აქედან სახელწოდება); „ნაბიჯის“ სიგრძე შეიძლება 0,5 მეტრსაც აღწევდეს.[2]

იკვებებიან მცირე ზომის უხერხემლოებით, რომლებსაც წყლის ზედაპირზე პოულობენ, სწოვენ ცხოველთა გვამებს. მტკნარი წყლის მზომელები კვერცხს წყალმცენარეებში დებენ, ზღვებისა — მცურავ საგნებზე ან თვითონ დაატარებენ.[2][3]

წყლისმზომელებს ეძახიან აგრეთვე Hydrometridae-ს და ზოგიერთი სხვა ოჯახის წარმომადგენლებს.[2]

  1. Gerridae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Тишечкин Д. Ю. Водомерки // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 494.
  3. 3.0 3.1 Водомерки // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
  4. Lancaster, J.B.; Briers, R., eds. (2008) Aquatic insects: challenges to populations. CABI, გვ. 23, 270, 284.