აკაკი წყაროზია
აკაკი წყაროზია (დ. 2 აგვისტო 1988, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მარტვილის „მერანის“ შემტევი ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | აკაკი წყაროზია | ||
დაბადების თარიღი | 2 აგვისტო, 1988 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 1.84 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მერანი მარტვილი | ||
ნომერი | 14 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006 | ზნამია ტრუდა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007 | მაშუკ-კმვ პიატიგორსკი | 2 | (0) |
2007 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2007-2008 | სინდელიჩი ბელგრადი | 17 | (1) |
2008-2009 | ბეჟანია | 13 | (1) |
2009 | სამტრედია | ||
2010 | პრიკარპატიე ივანო-ფრანკოვსკი | 24 | (3) |
2011-2013 | ბოდვა მოდვალა-ნად-ბოდვოუ | 9 | (1) |
2013-2014 | ვიტ ჯორჯია | 27 | (0) |
2014- | მერანი მარტვილი | 5 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 სექტემბერი, 2014 |
კარიერა
რედაქტირებაკარიერა დაიწყო რუსულ კლუბებში, „ზნამია ტრუდასა“ და პიატიგორსკის „მაშუკში“. 2007 წელს დაბრუნდა საქართველოში და კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო, თუმცა მალევე წავიდა საზღვარგარეთ და სერბეთის დაბალი ლიგის კლუბ „სინდელიჩს“ შეუერთდა, შემდეგ გადავიდა სერბეთის პირველი ლიგის კლუბ „ბეჟანიაში“. 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ ჩაირიცხა. 2009–10 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უკრაინის პირველი ლიგის კლუბ „პრიკარპატიეში“ გადავიდა. შემდეგი სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოდვალა-ნად-ბოდვოუს „ბოდვას“ შეუერთდა, რომელიც სლოვაკეთის მეორე ლიგაში გამოდიოდა. 2013 წლის ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში და კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ განაგრძო, 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მარტვილის „მერანში“ გადავიდა.