წყალჯომარდობა[1] (წყალი და ჯომარდი — „გულადი“, „ყოჩაღი“) — წყლის სპორტის სახეობა.

ნავით მდინარეზე დაშვება

წყალჯომარდობისთვის, როგორც წესი გამოიყენება გასაბერი ნავი. დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. ბოლო პერიოდში წყალჯომარდობა გვევლინება, როგორც ყველაზე გასართობი ჰობი.

სირთულის კატეგორიები

რედაქტირება

სირთულის მიხედვით იწყალჯომარდობა ყოფა შემდეგ კატეგორიებად:

პირველი კატეგორია — ადვილი მდინარე, ჩქერებისა და ნაკადების გარეშე. საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება.

მეორე კატეგორია — სწრაფი მდინარე, სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები). საჭიროა მანევრირება.

მესამე კატეგორია — სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი მანევრირება.

მეოთხე კატეგორია — მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის.

მეხუთე კატეგორია — დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება.

მეექვსე კატეგორია — მდინარეებზე არის სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. ამ კატეგორიის რამდენიმე მდინარეა საქართველოში.

უსაფრთხოება

რედაქტირება

წყალჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან, ასევე, მონაწილეების არასწორი ქცევის გამო. ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მინაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომისა და მოსმის წესები. ყველა მონაწილეს ურიგდება სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. სასურველია, ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ერთტომეული), თბ., 1986, გვ. 568