წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბი — წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილი, იყოფა ოთხ ნაწილად.
- I ნაწილი — მწვანე ველზე ექვს-კოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომელზეც აღმართულია ოქროს ტარიანი ვერცხლის ხორუგვი. ხორუგვზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა.
- II და III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი.
- IV ნაწილი — მწვანე ველზე ოქროს დინოზავრი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „წყალტუბო“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება