წყალდიდობა

(გადამისამართდა გვერდიდან წყალდიდობები)
ეს სტატია სტიქიურ უბედურებას ეხება. წყლის რეჟიმის ფაზის შესახებ იხილეთ წყალდიდობა (წყლის რეჟიმი).

წყალდიდობა — წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალდიდობა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა

წყალდიდობა ფლორიდაში, აშშ, 2005 წელს

მდინარეთა წყალდიდობა

რედაქტირება

მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა, რომლებიც ერთმანეთისაგან განმეორების სიხშირით, მასშტაბითა და მიყენებული ზიანის ოდენობით განსხვავდებიან. ესენია:

უმნიშვნელო წყალდიდობა დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მნიშვნელოვანი წყალდიდობა დამახასიათებელია როგორც ვაკის, ისე მთის მდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. იწვევს არსებით მატერიალურ ზარალს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.

მასშტაბური წყალდიდობა მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას, მოითხოვს მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.

კატასტროფული წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადამიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • O'Connor, Jim E. and John E. Costa. (2004). The World's Largest Floods, Past and Present: Their Causes and Magnitudes [Circular 1254]. ვაშინგტონი: U.S. Department of the Interior, U.S. Geological Survey.
  • Thompson, M.T. (1964). Historical Floods in New England [Geological Survey Water-Supply Paper 1779-M]. Washington, D.C.:[United States Government Printing Office.
  • Powell, W. Gabe. 2009. Identifying Land Use/Land Cover (LULC) Using National Agriculture Imagery Program (NAIP) Data as a Hydrologic Model Input for Local Flood Plain Management. Applied Research Project. Texas State University–San Marcos დაარქივებული 2012-03-05 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება