წოფის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში. მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ში. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც ხუთწახნაგა საკურთხევლის აფსიდა გააჩნია. ეკლესიას ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აქვს. ინტერიერში ქვაჯვარათა მრავალი ფრაგმენტია აღმოჩენილი. ეკლესია ერთი ზომის, სწორკუთხა ფორმის, მოგრძო, უხეშად დამუშავებული კირქვითაა ნაგები. კონსტრუქციები კარგად გათლილი მუქი ფერის ტუფითაა ამოყვანილი. ეკლესიის ორი განიერი კარი დასავლეთსა და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი. მათ მასიური არქიტრავები ხურავთ.

წოფის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება ადრეული შუა საუკუნეები
დეტალები

ეკლესია რესტავრაციამდე ძლიერ დაზიანებული იყო. თითქმის მთლიანად ჩანგრეული იყო აფსიდი, კამარა. ერთადერთი შემორჩენილი კაპიტელი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული. კაპიტელზე ხარირემსა და ორ ფურ ირემს დადევნებული ორი ლომია გამოსახული, მისს აბაკუსს პალმისებრი მცენარის სტილიზებული გამოსახულებების რიგი ამკობს (ამგვარი სცენები გვხვდება V საუკუნის ბოლნისის სიონის კაპიტელზეც).

2016 წლის სექტემბერ-ოქტობრის თვეში ტაძარი განახლდა[1].

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 344.
  • ცქიტიშვილი გ., წოფი, ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი, საქართველოს გეოგრაფიის კრებული, I, 1960, გვ. 83-94
  • წოფის მთავარი ეკლესია, საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები, საქართველო, 2015., თბ., გვ. 166-167