წორბისის ნაგებობის ნაშთი
წორბისის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. მდებარეობს სოფ. წორბისიდან დასავლეთით 2 კმ.
შემორჩენილი ოთხკუთხა ნაგებობა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაგებია რუხი ფერის ქვით, დუღაბზე. კედლები შემორჩენილია 50 სმ-ის სიმაღლეზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004