წორბისის მეორე კოშკი
წორბისის მეორე კოშკი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ხუთსართულიანი კოშკი ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის მოვარდისფრო ქვით. ნაგებობა გეგმით მართკუთხედს წარმოადგენს. პირველი სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი. კარი ნაოთხალია. შემორჩენილია საურდულეები. სამხრეთ კედელში ერთი სათოფური და სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულის დასავლეთ კედელში ორი სათოფური და არქიტრავული შესასვლელია დატანებული. აღმოსავლეთ კედელში ორი სათოფურია; ჩრდილოეთ კედელში შეისრულთაღიანი ბუხარია. კოშკის სართულშუა გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. შემორჩენილია კოჭის ბუდეები. ნაგებობის ფასადებზე ბევრგან ამოკვეთილია ადამიანის ხელი. კოშკს სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა დანიშნულების სათავსები აკრავს. კოშკი დაზიანებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004