წორბისის კოშკის ნანგრევი
წორბისის კოშკის ნანგრევი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. მდებარეობს სოფ. წორბისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ზე, ტყეში.
კოშკიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი დაახლ. 9-10 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. იკითხება ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხის მცირე ნაწილი. დანარჩენი კედლები დანგრეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004