წორბისის ეკლესის ნანგრევი

წორბისის ეკლესის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წორბისში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია ნაცრისფერი თლილი ქვით. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია აგური. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი; სარკმლის ძირში აგურით ნაშენი ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის ჩრდილოეთით წყვილი ნიშია მოთავსებული. სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში კრონშტეინია შემორჩენილი. აბსიდის სარკმლის მარჯვენა, ქვედა კუთხეში ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის გრძივი კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთის კედელზე პილასტრის მცირე ფრაგმენტი იკითხება. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია. შესასვლელი არ შეინიშნება. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 10 მეტრის მოშორებით დევს დიდი ზომის მოჩუქურთმებული კაპიტელი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004