ჯეგეთის წმინდა გიორგის ეკლესია
(გადამისამართდა გვერდიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (ჯეგეთი))
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — ეკლესია ხობის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე. ტაძარი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელიც შედგება სამლოცველოსაგან, სასახლისა და გალავნისაგან. ტაძარი ადრე მოხატული ყოფილა, აქ ხალხი განსაკუთრებულად აღნიშნავდა 23 აპრილს — გიორგობას.