წმინდა საბიანემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით — 29 მარტი.

წმინდა მოწამე საბიანე ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას საბიანე, თანამოსაგრეებთან ერთად, მივარდნილ სოფელში დაიმალა. მისი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმინდანი ყოველთვის ეხმარებოდა. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბიანე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება