წმინდა მარინი
წმინდა მოწამე მარინი — ქრისტიანული ეკლესიის წმინდანი. ხსენება ძვ.სტ. - 16 დეკემბერი (ახ. სტ. - 29 დეკემბერი). წმინდა მოწამე მარინი ეწამა რომში დაახლოებით 283 წელს. სხვა ცნობებით 217-218 წლებში. მან უარი განაცხადა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე. შემდეგ ლოცვის ძალით შემუსრა ისინი. რისთვისაც ის უსჯულოებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წმ. მოწამე მარინი დაარქივებული 2016-09-14 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
- „წმიდანთა ცხოვრებანი“, წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წ. გვ. 537