წმინდა იოანე ნეპომუკელის ეკლესია

წმინდა იოანე ნეპომუკელის პილიგრიმული ეკლესია — სალოცავი ჩეხეთის ქალაქ ჟდარ-ნად-საზავოუში, ბოჰემიისა და მორავიის საზღვრის სიახლოვეს. წარმოადგენს მოხეტიალე ბოჰემიელი არქიტექტორის იან სანტინის უკანასკნელ შედევრს. სანტინი ბორომინისეულ ბაროკოსა და გოტიკურ ელემენტებს ერთმანეთის კომბინაციაში აკეთებდა, როგორც კონსტრუქციაში, ისე დეკორირებაში.

წმინდა იოანე ნეპომუკელის ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°34′48″ ჩ. გ. 15°56′31″ ა. გ. / 49.58000° ჩ. გ. 15.94194° ა. გ. / 49.58000; 15.94194
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 690
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 690
ინგლ.რუს.ფრ.

1719 წელს, როდესაც რომანულ-კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდა იოანე ნაპომუკელის ენა უხრწნელად გამოაცხადა, მომავალი წმინდანის ადრეული აღზრდის ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. 1720 წელს წმინდა იოანე წმინდანად შერაცხეს და ეკლესია სწორედ მის სახელზე აიგო. მშენებლობამ 1727 წლამდე გასტანა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, სერიოზულმა ხანძარმა ეკლესია მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც შეიცვალა სახურავი.

ეკლესია გამოირჩევა თავად სანტინის მიერ დახაზული ავეჯის სიმრავლით, რომლებიც კომპლექსური სომბოლიზმით გამოირჩევიან, რაც ასე უჩვეული იყო იმ დროისთვის. 1994 წელს, ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება