წმინდა იოანეს ბენედიქტელთა მონასტერი
წმინდა იოანეს ბენედიქტელთა მონასტერი — ბენედიქტელთა უძველესი მონასტერი შვეიცარიის ვალ-მიუსტაირის მუნიციპალიტეტის სოფელ მიუსტაირში. მისი საუკეთესოდ შემონახული კაროლინგების პერიოდის ხელოვნების გამო, 1983 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
მიუსტაირის წმინდა იოანეს ბენედიქტელთა მონასტერი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 46°37′45″ ჩ. გ. 10°26′52″ ა. გ. / 46.62917° ჩ. გ. 10.44778° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
ნომერი | 269 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 269 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მიჩნეულია, რომ სააბატო 780 წელს ეპისკოპოსმა კურმა დააარსა,[1] შესაძლოა კარლოს დიდის ბრძანებით. აშენდა იმ მშენებლობის ტალღის პერიოდში, რომელიც ახლოს მდებარე სხვა მონასტრებსაც მოიცავდა. სააბატო მდებარეობდა ალპებიდან იტალიაში გადასასვლელ გზასთან, შესაბამისად ის გამაგრებული იყო, რათა ეს გასასვლელი ეკონტროლებინა. არსებობის ადრეულ წლებში, IX საუკუნის განმავლობაში, ეკლესიის კედლები ფრესკებით შეიმკო. XI-XII საუკუნეებში, მას დაემატა ახალი ფრესკები. ეს ნახატები მოგვიანებით დაიკარგა, მაგრამ XX საუკუნეში რამდენიმე მათგანი კვლავ აღმოჩენილ იქნა.