მთავარი მენიუს გახსნა

წმინდა თეოდორემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 იანვარი, ახალი სტილით - 12 თებერვალი.

წმინდანი ქალაქ მიტილინში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. ღვთის დაშვებით, მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა. წმინდა მამამ მონასტერში ვერ ჰპოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს. უფალმა თავისი რჩეული მაჰმადიანთა სამსჯავროს წინაშე ქრისტეს აღსარებისათვის აკურთხა. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, საშინლად დაეტანჯათ მოწამე, რის შემდეგაც იგი თოკით დაახრჩვეს და ზღვაში ჩააგდეს. ქრისტიანებმა წმინდა მარტვილის ცხედარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ლიტერატურარედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.