წმინდა თადეოზის მონასტერი

წმინდა თადეოზის მონასტერი (სომხ. Սուրբ Թադևոսի վանք, სპარს. قره‌کلیسا) — უძველესი სომხური მონასტერი ირანის ტერიტორიაზე, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში.

სომხური მონასტრები ირანში: წმინდა თადეოზის მონასტერი, წმინდა სტეფანეს მონასტერი და ძორძორი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 39°05′32″ ჩ. გ. 44°32′40″ ა. გ. / 39.09222° ჩ. გ. 44.54444° ა. გ. / 39.09222; 44.54444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1262
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1262
ინგლ.რუს.ფრ.

ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა თადეოზი ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე, იგივე წმინდა იუდა (არ უნდა აგვერიოს იუდა ისკარიოტელში), რომელსაც სომხური ეკლესია თავის მოციქულად მიიჩნევს, სახარებას ამ ადგილებში ქადაგებდა.

1319 წლის მიწისძვრისას, ძველი ტაძარი დაზიანდა და 1329 წელს, იგი თითქმის მთლიანად თავიდან ააგეს. დღევანდელი სტრუქტურის უდიდესი ნაწილი XIX საუკუნის ადრეული წლებით თარიღდება, როდესაც ყაჯარების დინასტიის პრინცის, აბას მირზას დახმარებით მონასტერს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მონასტრეს გარს არტყავს თავდაცვითი გალავანი და დღეისათვის მიტოვებული სამონასტრი შენობები.

2008 წელს იუნესკომ მონასტერი ამავე პროვინციაში მდებარე ორ სხვა სომხურ მონასტერთან (წმინდა სტეფანეს მონასტერი და ძორძორი) ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება