წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი
წმინდა ვიტის ტაძარი, ან ვიტსდომი (ჩეხ.: Katedrála svatého Víta) — საკათედრო ტაძარი პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის არქიეპისკოპოსის საბრძანებელი. ტაძრის სრული სახელია წმინდა ვიტის, წმინდა ვენცესლავისა და წმინდა ადალბერტის კათედრალური ტაძარი. მდებარეობს პრაღის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. აქ დაკრძალულია ბოჰემიის მრავალი მეფე. ტაძარი გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია და უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა ჩეხეთში.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ეკლესია ამჟამინდელი ტაძრის ადგილას ადრეული რომანული როტონდის სტილის იყო, ასევე წმ. ვიტის ეძღვნებოდა, დაარსდა ვენცესლაუს I, ბოჰემიის გრაფის მიერ 925 წელს.
1060 წელს პრაღის საეპისკოპოს დაარსებისას უფლისწული სპიტინევ II იწყებს უფრო ვრცელი ეკლესიის მშენებლობას, ვინაიდან არსებული როტონდა მორწმუნეებს ვეღარ იტევდა. ახალი უფრო ვრცელი რომანული ბაზილიკა სამნავიანი უნდა ყოფილიყო ორი კოშკით, რომელიც დასავლეთით მთავარ გუმბათს უერთდებოდა. კათედრალის პროექტი საღვთო რომის იმპერიის რომანული არქიტექტურის მოთხოვნებს პასუხობდა, განსაკუთრებით კი ჰილდესჰაიმის სააბატოს ეკლესიისა და სპაიერის კათედრალის დეტალებს იმეორებდა.
გალერეა
რედაქტირება-
კარის ბარელიეფი
-
კარი
-
კარის დეტალი
-
კარის ბარელიეფი
-
როზეტი. ექსტერიერი
-
ოქროს კარიბჭე განკითხვის დღის მოზაიკით
-
ოქროს ფანჯარა
-
წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Website of the cathedral დაარქივებული 2016-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Archdiocese of Prague (Official Website) დაარქივებული 2016-07-12 საიტზე Wayback Machine.
- Information from the Prague Castle administration site დაარქივებული 2007-02-06 საიტზე Wayback Machine.
- Photographs
- Church Art including Bath and St Vitus Cathedral დაარქივებული 2008-12-06 საიტზე Wayback Machine.
- St. Vitus Cathedral დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine.