წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია

სასწავლო დაწესებულება სენაკის მუნიციპალიტეტში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიასაქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებული სასწავლებელი ქალაქ სენაკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. დაარსდა 2010 წელს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კურთხევით. სასწავლებლის დაარსების იდეა თავიდანვე დაუკავშირდა ღირსი ალექსი ბერის (შუშანია) სახელს, რომელიც დაიბადა და მოღვაწეობდა ქალაქ სენაკში. ამჟამად სკოლა–გიმნაზიის I-XII კლასებში სწავლობს 480 მოსწავლე. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს. სკოლას გააჩნია საკუთარი უნიფორმა და ლოგო, რომელზეც გამოსახულია ხოხობი. სკოლა–გიმნაზიის ეზოში სენაკელი ბიზნესმენის, დემურ გადელიას დახმარებითა და შემოწირულობით აშენდა ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) სახელობის ტაძარი, სადაც სასწავლებლის მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს და მრევლს შესაძლებლობა აქვს დაესწროს წირვა–ლოცვებს. სკოლას ჰყავს მოძღვარიც. დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა. აღჭურვილია საკლასო ოთახებით, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით, საკონცერტო დარბაზით, სპორტული დარბაზით, სატრაპეზოთი და სამედიცინო კაბინეტით. აგრეთვე, მოქმედებს შემდეგი კლუბები: STEM, ეკოკლუბი, ვიკიპედია, სპორტი. სკოლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის კონკურსში. აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობაც.

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია
დევიზი: „მომავალი განათლებაშია“
დაარსდა: 2010
დირექტორი: ნინო ჯანჯღავა
ტიპი: კერძო
მოსწავლე: 480 (დაახ.)
მისამართი: რუსთაველის ქ. №116, სენაკი, საქართველო
კოორდინატები: 42°16′17″ ჩ. გ. 42°04′19″ ა. გ. / 42.2715222° ჩ. გ. 42.0719500° ა. გ. / 42.2715222; 42.0719500
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: skolagimnazia.senaki@gmail.com
ვებ–გვერდი: ოფიციალური საიტი

სკოლა-გიმნაზია ქმნის პოზიტიურ, კონკურენტუნარიან და სწავლისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რათა აღზარდოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი მომავალი თაობა, რომელიც თავის პოტენციალს მოახმარს ეროვნულ მიზნებს.

  • სასკოლო განათლება მოზარდს განუვითარებს ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის უნარ-ჩვევებს, ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
  • უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში STEM განათლების გაძლიერებით სკოლა-გიმნაზია აღზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელ თაობას და დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებს ქვეყნის მასშტაბით;
  • უცხოური ენის გაძლიერებული სწავლებითა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული მოზარდების რაოდენობა იქნება მუდმივად მზარდი;
  • სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, 2031 წლისთვის წამყვანი და მენტორი მასწავლებლების რიცხვი გაიზრდება 50%-ით.

ღირებულებები

რედაქტირება
  • ღვთისა და მოყვასის სიყვარული;
  • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
  • სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;
  • მიუკერძოებლობა;
  • თანაგანცდა და თანადგომა;
  • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წარსული გამოცდილების გამოყენებით;
  • პროფესიული ზრდა და განვითარება;
  • გუნდური მუშაობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება