წიწამურის მეორე სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
წიწამურის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურის სამხრეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ადგილ პირდაპირებში. ძეგლი 1953 წელს გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი (მსგავსია სამთავროს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხებისა). მომდევნო სტრატიგრაფიულ ფენებში გაითხარა ადრინდელი ანტიკური ხანის სამაროვანი. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 347.