წიფრანის ნასოფლარი

წიფრანის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფრანის განაპირას დასავლეთით. ადგილ-მამულებში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შედგება რამდენიმე ნასახლარი ბუდისაგან. შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა შენობების კედლების ნაწილები. შენობები ზურგით კლდეშია შეჭრილი, ხოლო ფასადით მიქცეულია ხეობისკენ: ნასოფლარზე შემორჩენილია აგრეთვე გალავნის მცირე ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება