წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია
წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ნასოფლარ წიფორის ტერიტორიაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6 X 3,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია გადახურვა და მორღვეულია კედლების ზედა ნაწილები, დარღვეულია იატაკის დონე, თითქმის მთლიანად დანგრეულია მინაშენი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული შვერილის აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. სარკმლები სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ეკლესიაზე სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე მიშენებულ სამლოცველოს (5,6 X 3 მ) შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 219.