წინწყაროს დედაღვთისა
წინწყაროს დედაღვთისა — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა სამხრეთის მინაშენით. აგებულია VIII-IX სს. ეკლესია ნაგებია მოზრდილი ღია ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ ჟანგისფერი კვადრატებით, სამხრეთის სარკმლები ნაკაწრი წარბებითაა შემკული. კონქი და სატრიუმფო თაღი ნალისებურია[1].
წინწყაროს დედაღვთისა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ქვემო ქართლის მხარე |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული |
თარიღდება | VIII-IX საუკუნეები |
დეტალები
|
ჩრდილოეთ კარი მიწიდან 1 მ. სიმაღლის საყრდენით კედლის ზემოთაა დატანებული. ნაგებობა დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარის ნაწილი, მიწის დონეზეა დანგრეული სამხრეთის მინაშენი.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 15021
ლიტერატურა
რედაქტირება- ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ქვემო ქართლი, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1997, გვ. 11-13
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ქვემო ქართლი, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1997, გვ. 11-13
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2019-07-26.