წინარეხის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
წინარეხის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, შუა უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა ეკლესიის საძირკველი, ნასახლართა ნაშთები და სამარხი ქვაყუთები. ნაეკლესიარზე ამჟამად სოფლის მაღაზია დგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 218.