წინანდლის სამაროვანი
წინანდლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ წინანდლის ჩრდილოეთით. ძეგლი მრავალფენიანია. თარიღდება გვიანდ. ბრინჯაოს ხანის დასასრულით, ძვ. წ. V-III და III-I საუკუნეებით. სამარხები გამოვლინდა 1925 წელს გზის გაყვანის დროს. მიწის ინტენსიური დამუშავების გამო სამარხების კომპლექსები დაზიანებული და არეული იყო. აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამაჯურები. საკინძები, მშვილდსაკინძი, ძეწკვები. რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, სამაჯური და სხვა. 1971 წელს იაე ინ-ტის კაე-ს რაზმმა ამ ადგილას ჩაატარა მცირე, სადაზვერვო გათხრები.
სამაროვანს და ნამოსახლარს, სავარაუდოდ, 10-15 ჰა ეჭირა, რომლის დანგრეულ, ინჰუმაციურ სამარხებში, მიწის ზედაპირიდან 0,6-0,7 მეტრის სიღრმეზე, მხოლოდ თიხის ჭურჭლის ნატეხები გამოვლინდა. მათ შორის ჭარბადაა კარგად განლექილი თიხის, მოყვითალოდ გამომწვევი და ფართო ზოლებით შემკული ჭურჭლის ფარაგმენტები. ნამოსახლარზე დადასტურდა კრამიტის ნატეხები, ქვის დანგრეული კედლები, სხვადასხვა ზომის ორმოები, რომლებიც ამოვსებულია ნაცროვან-ნახშიროვანი მასით, ქვით და თიხის ჭურჭლის ნახატებით. არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თელავის სახელმწიფოს ისტორიულ მუზეუმებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 380.