წინანდლის ნათლისმცემლის ეკლესია (XVI-XVII საუკუნე)
წინანდლის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის ჩრდილოეთ მონაკვეთში, ნათლისმცემლის უბანში. სავარაუდოდ, თარიღდება XVI-XVII საუკუნით. გადაკეთებულია XVIII საუკუნეში.
ეკლესიის გეგმის გარეგან სწორკუთხედში ჩაწერილია გვერდიგვერდ განლაგებული ორი, დამოუკიდებელი, ერთმაბეთისგან კედლით გამიჯნული, ცალნავიანი სივრცე. რეებიც გამმიჯნავ კედელში მოწყობილი, თაღოვანი კარით უკავშირდება ერთმანეთს.
შენობის კედლების წყობაში გამოიყოფა ორი, ქრონოლოგიურად განსხვავებული, სამშენებლო ფენა თავდაპირველი ნაწილი რიყის ქვითაა ამოყვანილი. მოგვიანებით აღდგენილ ნაწილებში, რიყის ქვასთან ერთად, გამოუყენებიათ კვადრატული აგურიც. ამ დროისაა ორივე ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები, შიგნითა და გარეთა გადახურვა, ფასდების მორთულობის ელემენტები და დასავლეთ კედელზე დაშენებული სამრეკლო. ორივე ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. მათ შორის მთავარი ეკლესიის შესასვლელი ბრტყელი თაღითაა გადახურული სამხრეთით ეკლესიისა კი ნახევარწრიულით. გარდა ამისა, სამხრეთით ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაც ჰქონია, რითიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. მთავარი, ჩრდილოეთით მდებარე სივრცე რამდენადმე ფართოა და მაღალი. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რაშიც განიერი, ოდნავ შეისრული თაღით დასრულებული სარკმელია და შეისრულთაღოვანივე, ორი ნიშაა. თითო, თაღოვანი სარკმელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშიცაა. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ ამღლებულია საფეხურით. იგი აფსიდის მხრების ხაზიდან დაახლოებით 1 მეტრით წინ არის წამოწეული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდი გადახურულია აგურით გამოყვანილი კონქით. აგურისაა კონქის თაღიც, რომელიც ოდნავ შეისრულია. შეისრული მოყვანილობისაა კამარაც. აფსიდის მხრებს შორის, თაღის ქუსლების დონეზე, გადებულია ხის ძელი, რითიც ხის კანკლის გასამართავად იყო განკუთვნილი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი, მარტივი პილასტრია, რეებიც შესაბამისს კედლებს კამარის ქუსლის დონემდე აუყვება. ამჟამინდელი კამარა მხოლოდ გრძივ კედლებზეა დაყრნოდბილი, რადგან მისი აგებისას საბჯენი თაღები აღარ აღუდგენიათ.
ეკლესიის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. დარბაზის სამხრეთით კედლის შუაში შეისრულთაღოვანი კარია, რითი სამხრეთ ეკლესიაში გადის. ეს უკანასკნელი, მთავარი ეკლესიის მსგავსად, ერთიანია, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით. რაშიც განიერი, შეისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის აქეთ-იქით კი ორი, შეისრულთაღოვანივე ნიშაა მოწყობილი. თითო, თაღოვანი სარკმელი სამხრეთით და დასავლეთ კედლებშიცაა. აფსიდს აგურით ნაწყობი კონქი ხურავს. კონქის თაღი შეისრულია, შეისრული ფორმისაა კამარაც. რითიც დარბაზის შუაში გამოყვანილ, საბჯენ თაღს ეყრდნობა. თვით თაღი კი პილასტრებს, რათა შორის ჩრდილოეთით მდებარე, შეკიდულია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.
ხის კანკელი, როგორც ჩანს, ამ ეკლესიაშიც იყო მოწყობილი კონქის თაღის ქუსლების დონეზე შემორჩენილია თავხის ბუდეები. შენობის განახლების დროს სამხრეთით ეკლესიის თავზე სამალვი მოუწყვიათ და ორივე ეკლესია საერთო, ორქანობიანი სახურავით გადაუხურავთ. სამალავში შესასვლელი დასავლეთიდანაა, კედლების ზემოთა ნაწილში. სამალავი განათებული იყო ერთადერთი. ვიწრო სარკმლით აღმოსავლეთიდან, რის გარეთა ღიობი ფრონტონის არეში გამოსახული. შეღრმავებული ჯვრის შეულ მკლავშია მოთავსებული. ჯვრის ქვემოთ მეორე შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა.
დასავლეთით ფასადზე სამხრეთით ეკლესიის კარი მცრიე, სწორკუთხა შეღრმავებშია ჩასმული. შესასვლელების ზემოთ თით ფართო, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია. ფასადის ღერძზე, აგურის წყობის შეღრმავებით, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, მაღალი ჯვარია გამოსახული. რის შვეულ მკლავში სამი რომბია ჩართლი ერთი მკლავის ძირშია, ხოლო ორი რეებიც ერთმანეთზეა გადამბული მკლავის თავთანაა. ჯვრის მარჯვნივ, ოდნავ ზემოთ, სამალავის თაღოვანი შესასვლელია, დასავლეთით ფრონტონის სვერზე დადგმულია აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო, რომელიც ოთხივე მხარეს თითო, ნახევარწრიულთაღოვანი ღიობითაა გახსნილი და პირამიდული სახურავი აქვს. ეკლესიის ფასადები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით, რომელიც 2008 წელს, საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოაწყვეს. ამავე დროს კედლებს გარედან ნალესობა ჩამოაცილეს, აღადგინეს კარ-სარკმლების ღიობებიბს მონგრეული ნაწილები და შენობა თარისებრი კრამიტით გადხურეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 378-379.