წითელწყაროს ნათლისმცემლის ეკლესია
წითელწყაროს ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ჩრდილოეთით, შემაღლებულ ადგილას. ეკლესია აშენებულია XI საუკუნის დასაწყისში.
წითელწყაროს ნათლისმცემლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°49′08″ ჩ. გ. 44°10′18″ ა. გ. / 41.8190000° ჩ. გ. 44.1717833° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
|
ეკლესია დარბაზულია (7,1 X 10,6 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და მოყავისფრო შირიმის ქვით. ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვეშ, კედელთან დგას სატრაპეზო ქვა. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშია. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის ოდნავ ამოზნექილი, მოჩუქურთმებული საპირე ვიწრო ლილვებითაა მოჩარჩოებული. მოჩუქურთმებულია სარკმლის სათაურიც, რომელსაც მოკლე გადანაკეცები აქვს. გადანაკეცებზე აღმართულია თითო პატარა გლუვზედაპირიანი ჯვარი. დაახლოებით ასევე მორთული სამხრეთ ფასადის სარკმელიც (ჯვრების გარეშე). კარის არქიტრავზე გამოკვეთილია რელიეფური, მოჩუქურთმებული თაღი. არქიტრავის ქვის მარცხნივ ადამიანისთავიანი ცხოველის სკულპტურული გამოსახულებაა, მარჯვნივ - გუმბათიანი ეკლესიის მოდელი. ეკლესიას შემოვლებული აქვს ქვის თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.