წითელი ვენახი ან წითელი ვენახი არლთან ახლოსნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1888 წლის ნოემბრის დასაწყისში, ზეთის საღებავებით. ითვლება, რომ ნახატი ერთადერთია, რომლის გაყიდვაც ვინსენტმა სიცოცხლეში შეძლო.

წითელი ვენახი
The Red Vineyard / Red Vineyard at Arles (Montmajour)
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F495 და JH1626
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 75
სიგანე 93
ქალაქი მოსკოვი
მუზეუმი პუშკინის მუზეუმი

ნახატი პირველად წარადგინეს ბრიუსელის გამოფენაზე 1890 წელს, სადაც ის 400 ფრანკად (დღევანდელი ფულით დაახლოებით $1000) ანა ბოხმა,[1] ბელგიელმა იმპრესიონისტმა მხატვარმა და კოლექციონერმა, იყიდა.[2][3] ანა ბოხი ეჟენ ბოხის, ასევე იმპრესიონისტი მხატვრისა და ვან გოგის მეგობრის, და იყო, რომლის პორტრეტიც (Le Peintre aux Étoiles) ვინსენტმა, ასევე, 1888 წლის შემოდგომაზე დახატა.

ღამის კაფის მსგავსად, ნახატი ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა, სერგეი შჩუკინმა შეიძინა,[4] რომელიც შემდგომ ბოლშევიკების მიერ იქნა ნაცინალიზებული და პუშკინის მუზეუმში მოათავსეს მოსკოვში.