ღამის კაფე
ღამის კაფე (ნიდერლ. Le Café de nuit) — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1888 წლის სექტემბერში, არლში, ზეთის საღებავებით ტილოზე. ინახება ნიუ-ჰეივენში, იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში.
ღამის კაფე | |
---|---|
Le café de nuit და Het nachtcafé | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
კატალოგი | F463 და JH1575 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 72.4 |
სიგანე | 92.1 |
ქალაქი | ნიუ-ჰეივენი |
მუზეუმი | იელის უნივერსიტეტი |
შემოქმედებითი სტილი
რედაქტირებავან გოგის შემოქმედების ერთხმად აღიარებამ მას საყოველთაო მნიშვნელობა შესძინა: ასაკის, წარმოშობის, დროის და ადგილის მიუხედავად ადამიანები მოხიბლილნი არიან ამ ხელოვანის ფერწერული ტილოებითა და ნახატებით, თუმცა სიცოცხლეში მას ცოტა ვინმე თუ აფასებდა. რამ გახადა შესაძლებელი ასეთი საყოველთაო ყურადღება, სიმპატიების ამგვარი დამთხვევა. შესაძლოა ამის მიზეზი სოლიდარობის გრძნობაა, რომელსაც მხატვრის დრამატიზმით ახსავსე ცხოვრება იწვევს.
თანაგანცდა და თანაზიარობა განუყოდელია მისი შემოოქმედებისგან: ეს თავისუფლების განხორციელებაა. თამამად გამოყენებული ფერები, ექსპრესიული მონასმი, ფართო ჟესტი, პულსირების ინტენსივობა და კავშირი გონებასთან, რომელიც ამ ყველაფერს მართავს; სიუჟეტები ახლობელია, თითქმის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული, რეალური და ნაცნობი; მხატვარი ირჩევს და ხაზს უსვამს ამ ხედვას, განუწყვეტლივ ავითარებს მას. მისი განზრახვაც ასეთია: ვან გოგის ვრცელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მისი უშუალო გარე სამყაროს ყველა ქსელს იკვლევს, რომლის ეპიცენტრიც თავად არის. ვინ ვერ ამოიცნობს მის ნახატებში კარგად ნაცნობ სკამებს, ფეხსაცმლებს, ყვავილებს, პურის ყანებს და კვიპაროსებს. ამ ეპოქის ყველა მხატვარს შორის მან უთუოდ ყველაზე გააზრებულად გაათავისუფლა საკუთარი მონასმი, მათში იგრძნობა მხატვრის შინაგანი თრთოლა. ჩვენ ვიცით, რომ იგი სწრაფი მონასმებით, ჟინით შეპყრობილი, აჩქარებული რიტმით ხატავდა. შესაძლოა, ასე ცდილობდა გამოეხატა გამუდმებული ცვლილებები იმ რეალობაში, რომელიც ნიმუშად აირჩია.
მიუხედავად ამისა ვან გოგის შემოქმედება სიახლით და მარადიულობით ხასიათდება იცვლება სტუაციები, მაგრამ ისინი იდენტური რჩება: ეს სინამდვილის სიცხადეა. გასაოცარია, როცა ვამჩნევთ რა ახლოს დგას ერთმანეთთან და რა ძლიერია მის მიერ დახატული სიტუაციები, ყოველგვარი მოჩვენებითობისა და ხელოვნურობის გარეშე, რაც ნაცნობი, განცდილი და გაგონილია, რაც მხატვარსა და მხილველს ერთსა და იმავე სიბრტყეზე ათავსებს.
ყველაფრის მიუხედავად, ვან გოგის ნამუშევრებიდან ერთგვარი ტრაგიკული გრძნობა გამოსჭვივის, იგი თვალმათლივ იკითხება ავტოპორტრეტებში, მოქუფრულ ცაში, დაკლაკნილ კვიპაროსებში, ავბედით ყორნებსა და პორტრეტების შემაშფოთებელ ფონში. მისი ცხოვრების ნაღვლიანი ეპიზოდების გახსენების გარეშეც ეს გრძნობა რეალობის ნაწილს შეადგენს. იგი აიძულებს მხატვარს შეეგუოს არასრულყოფილებას, სინამდვილის ტვირთსა და ცხოვრების მუდმივ დინებას. ამისთვის უთუოდ მოქმედებაა საჭირო და მხოლოდ ჭვრეტა არ არის საკმარისი. ალბათ სწორედ ამ რეალობაში, ანუ ადამიანის უძლურებაში უნდა მდგომარეობდეს ვან გოგის შემოქმედების არსი. სწორედ ეს ყველაფერია მისი ტილოების ესოდენ მძაფრი და აშკარა შინაგანი დაძაბულობის მიზეზი, ყველაფერი ეს აშკარად ჩანს ნახატში „ღამის კაფე“. „წითლით და მწვანით მე შევეცადე სასტიკი ადამიანური ვნებები გამომეხატა“ - ამბობდა ვან გოგი ნახატზე, რომელიც აღიარებულია, როგორც ვან გოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010