წითელი ბაღლინჯო
ნახევრადხეშეშფრთიანების რიგის მწერი
წითელი ბაღლინჯო,[1] ჯარისკაცა (ლათ. Pyrrhocoris apterus) — ნახევრადხეშეშფრთიანების რიგის წითელი ბაღლინჯოების ოჯახის (Pyrrhocoridae) ტიპური წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძეა 7–12 მმ.[2][3] ზევიდან შეფერილია ღია წითლად, აყრია შავი ლაქები, ქვედა ნაწილი შავია. ჩვეულებრივ, ზედა ფრთები მოკლეა, ქვედები არ აქვს. ფართოდაა გავრცელებული შუა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიაში. ძირითადად ცხოვრობს ნათელ ტყეებსა და პარკებში.[3] ბინადრობს ნიადაგზე.[2] უპირატესად იკვებება ხეების ჩამოცვენილი თესლებითა და მწერების გვამებით.[3] ხშირად ქმნიან ჯგროებს ხის ტანზე, კუნძებზე და სხვა ადგილებში, განსაკუთრებით გაზაფხულზე,[2] ძირითადად შეჯვარების დროს, რომელიც შესაძლებელია 12 საათიდან 7 დღემდე გაგრძელდეს.[4]
წითელი ბაღლინჯო | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Pyrrhocoris apterus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 103.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Тишечкин Д. Ю. Красноклоп бескрылый // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 623.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Красноклоп // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 13 — М., 1973.
- ↑ Schöfl, Gerhard; Michael Taborsky (2004-02-19). „Prolonged tandem formation in firebugs (Pyrrhocoris apterus) serves mate-guarding“. Behavioral Ecology and Sociobiology. Springer Berlin / Heidelberg. 52 (5): 426–433. doi:10.1007/s00265-002-0524-9. ISSN 0340-5443.