წვრილმარცვალა რქაწითელი
წვრილმარცვალა რქაწითელი, მამალი რქაწითელი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
რქაწითელის ერთ-ერთი ვარიაციაა.
გამოვლენილია სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ თელავის საცდელ სადგურში.
აქვს პატარა ზომის სამნაკვთიანი ფოთლები, საშუალო ზომის მტევნები, წვრილი მარცვლები და მცირემოსავლიანია.
გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 473