წერილი უკაცრიელი კუნძულიდან
წერილი უკაცრიელი კუნძულიდან (ინგლ. A Message From The Sea) 一 ვიქტორიანული ეპოქის გამორჩეული ბრიტანელი მწერლების, ჩარლზ დიკენსისა და უილკი კოლინსის, ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც, თავდაპირველად, 1860 წელს გამოქვეყნდა, გაზეთ All the Year Round-ის საშობაო ნომერში. [1]
„წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“ | |
---|---|
A Message From The Sea | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჩარლზ დიკენსი, უილკი კოლინსი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ნოველა |
გამომცემელი | All the Year Round |
გამოცემის თარიღი | 1860 |
მთარგმნელი | გივი ენდელაძე |
ქართულად გამოიცა | 2017 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 29 |
ISBN | 9789941245190 |
სიუჟეტი
რედაქტირებაისტორია იწყება კაპიტან ჯორგანის ერთ ლამაზ კუნძულზე ჩასვლით. მას ევალება კუნძულზე მცხოვრებ ახალგაზრდა ყმაწვილს, ალფრედ რეიბრუკს გადასცეს ბოთლში მოთავსებული წერილი. ეს თავად წერილში შემდეგნაირად ეწერა:
„კეთილო მოგზაურო! როცა ამ წერილს იპოვი, მე უკვე აღარ ვიქნები ცოცხალი. გთხოვ, აღასრულო შენი მოქალაქეობრივი ვალი და პატივი მიაგო ჩემს სულს. თავად წერილს ნუ წაიკითხავ და ის ალფრედ რეიბრუკს გადაეცი. მისი მისამართია: ინგლისი, ჩრდილო დევონი, სთიფუეისი“
მოქმედება ქალბატონი რეიბრუკის მარკეტინგული ფირმის სახლში 一 „საფოსტო ოფისში“ 一 ინაცვლებს. აქ ქალბატონის ვაჟი, ალფრედი და კაპიტანი ჯორგანი დეტალურად განიხილავენ წერილის არსს, რის შედეგადაც დაასკვნიან, რომ წერილის ავტორი ალფრედის ღვიძლი ძმა, ჰიუ იყო. ჰიუ, წლების წინ, კაპიტან ჯორგანთან ერთად, საკმაოდ სახიფათო ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას. გემი სტიქიურმა უბედურებამ იმსხვერპლა, ხოლო ეკიპაჟის წევრთა უმრავლესობა დაღუპულად მიიჩნიეს, მათ შორის ჰიუც. წერილიდან ირკვევა, რომ მამამისს 5000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა უკანონოდ მიუსაკუთრებია.
ეს ყველაფერი ალფრედისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა 一 ის საკუთარ რჩეულზე, კითიზე დღე-დღეზე უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა, ამ საქმის იდუმალებამ და საკუთარი ძმის პოვნის სურვილმა მას გადააწყვეტინა, დროებით ოჯახური კერა მიეტოვებინა და კაპიტანთან ერთად ლანრენისკენ გაშურებულიყო. აქ მათ კითის მამას, თრეგართენს შეხვდნენ, რომელიც მათ სოფელ ლანრენის უხუცესთა სახელებს ჩამოუთვლის. თრეგართენის ნაამბობზე დაყრდნობით, ჯორგანი კითის მამის მიერ ნახსენებ პიროვნებებს დაკითხავს, თუმცა მათ ამ ექსპედიციის შესახებ არაფერი ეცოდინებათ.
როგორც მოგვიანებით გარიკვა, ალფრედის ძმა, ჰიუ, ექსპედიციას სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო წერილში დაზარალებული პიროვნება თავად თრეგართენი აღმოჩნდა. ჰიუ ჯორგანს უამბობს თავისი თავგადასავლის შესახებ და უყვება, რომ 5 გადარჩენილი მეზღვაურიდან კუნძულზე მხოლოდ თავად და ქლისოლდი დარჩენილიყვნენ.
ქლისოლდის მონაყოლის თანახმად, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, უცნობი გემი შეუნიშნავთ, რომელსაც დინება კუნძულისკენ მოაქანებდა. გემის კაპიტანს ნაპირთან შეჯახებისთვის თავის არიდება და ნაპირთან ახლოს ღუზის ჩაშვება მოუხერხებია. ქლისოლდის თქმით, გემი მეკობრეების საკუთრება აღმოჩენილა, რომელთაც ჰიუ და ქლისოლდი მონებად უქცევიათ. ჰიუ ტყვეობაში სამი წლის განმავლობაში იტანჯებოდა, ხოლო ქლისოლდი ერთი წლის შემდეგ დაუსხლტა ყაჩაღებს. გაქცევის შემდეგ კი ჰიუ პირდაპირ ლანრენში წასულიყო, რათა დაესრულებინა იმ საქმის გამოძიება, რომელიც მამამისისთვის ვალის დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ლანრენში, იგი შემთხვევით გადაეყარა ალფრედს.
აღმოჩნდა, რომ ვალთან დაკავშირებულ საკითხში მისტერ თრეგართენიც ყოფილიყო ჩართული, ამიტომ ისინი კვლავ ბრუნდებიან მასთან სასაუბრონ, რათა ყველაფერი დეტალურად გარკვეულიყო. თრეგართენის ძველ ფირმაში აღმოაჩენენ მაგიდას, რომელიც დაზიანებულია. მას შემდეგ, რაც მოსამართლეს თრეგართენის ჭეშმარიტი ჩანაწერი წარუდგინეს, დამნაშავეს აზღვევინეს მოპარული ფული და სამაგალითოდ დასაჯეს, თრეგერთენმა კი ეს ფული საკუთარ ქალიშვილს 一 ქითის აჩუქა. ამას მოჰყვა მისი შელახული ავტორიტეტის აღდგენაც, საიდანაც რამდენიმე დღეში ქითისა და ალფრედის ქორწილი ხელახლა ჩაინიშნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Trodd, Anthea (2001). „Messages in Bottles and Collins's Seafaring Man“. SEL: Studies in English Literature 1500–1900. 41 (4): 751–64. JSTOR 1556205.