წერილები მილენას“ — წიგნი, რომელიც შედგენილია ფრანც კაფკასა და მილენა იესენსკას 1920-1923 წლების მიმოწერებისგან. კაფკა არცერთ სხვა ნაწარმოებში არ ავლენს თავს ისე, როგორც მილენასადმი წერილებში, რომლებიც ძირითადად საქმიანი მიმოწერის სახით იწყება, მაგრამ მალევე გადაიქცევა ვნებიან „წერით სიყვარულში“. მილენა იესენსკა ოცდასამი წლის ნიჭიერი და ქარიზმატული ქალი იყო. ოცდათექვსმეტი წლის კაფკასთვის იგი იყო „ცოცხალი ცეცხლი, როგორიც არასდროს მინახავს“. სწორედ მილენას გამო იყო, რომ კაფკამ გამოავლინა თავისი ყველაზე ინტიმური მხარე. ახლად თარგმნილი, შესწორებული და გაფართოებული ეს გამოცემა შეიცავს მასალას, რომელიც ადრე გამოტოვებული იყო მისი უკიდურესი მგრძნობელობის გამო.[1]

„წერილები მილენას“
ავტორი ფრანც კაფკა
ენა გერმანული ენა
გამომცემელი S. Fischer Verlag
გამოცემის თარიღი 1952

გამოცემის ისტორია

რედაქტირება

წერილები თავდაპირველად გამოიცა გერმანულად 1952 წელს, რომლის რედაქტორი იყო ვილი ჰაასი. მან რომელმაც გადაწყვიტა, რომ წაეშალა გარკვეული პასაჟები, რომლებიც, მისი აზრით, ზიანს მიაყენებდა იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. კრებული პირველად ინგლისურად გამოსცა Schocken Books-მა 1953 წელს, ტანია და ჯეიმზ სტერნების თარგმანით. 1986 წელს კვლავ გერმანიაში გამოიცა. ახალმა გამოცემამ აღადგინა ჰასის წაშლილი პასაჟები, რასაც მოჰყვა ფილიპ ბოემის ახალი ინგლისური თარგმანი 1990 წელს. ეს გამოცემა მოიცავს მილენას წერილებს მაქს ბროდისთვის, ასევე მის ოთხ ნარკვევს და ნეკროლოგს კაფკასათვის.

ლიტერატირა

რედაქტირება
  • Kafka, Franz. Letters to Milena. Translated by Philip Boehm, New York: Schocken Books, 1990. ISBN 0-8052-0885-2