წედისის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
წედისის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში, საავტომობილო გზის პირას, წისქვილის მახლობლად. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე იპოვება უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, წითლად გამომწვარი დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები. შემორჩენილია ნასახლართა ბუდეები, რიყის ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 121.