წებელდის წმინდა თევდორეს ეკლესია
წებელდის წმინდა თევდორეს ეკლესია — ეკლესია სოფელ წებელდაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია XI საუკუნეში.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.