წაქვის კვირაცხოვლის ეკლესია

წაქვის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვის სასაფლაოზე. დათარიღებულია (XIX საუკუნით).

წაქვის კვირაცხოვლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა წაქვა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

აღწერილობა

რედაქტირება

ეკლესია შვერილაფსიდიანი დარბაზული ტიპისაა. აღდგენილია XXI საუკუნეში. კედლის კუთხეების, ფანჯრის ღიობების ასაგებად გამოყენებულია აგური. ეკლესიის გარეთა ფასადი სხვადასხვა ფორმის ქვის ფილების წყობითაა დაფარული. ტაძარი ხელოვნურად გაკეთებულ ამაღლებულ ბაქანზე დგას. მას დასავლეთიდან რამდენიმე საფეხურანი კიბე აქვს მიდგმული. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთ და სამხრეთ ფასადზე გაჭრილი თაღოვან კარის ღიობებიდანაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები ორი წყვილი ყრუ თაღითაა გაფორმებული. ორ პილასტრზე დაყრდნობილი ყრუ თაღი ქმნის ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებს. თაღოვანი სარკმელის თავზე აგურის ყრუ თაღი გადადის და მის თავზე ჯვარია განთავსებული. მსგავსი ტიპის ორ-ორი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ ფაადზეა განლაგებული. აღმოსავლეთ ფასადის შვერილი აფსიდის ცენტრში მაღალი სარკმელი გადახურულია თუნუქის ფილებით. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია დანარჩენი სივრცისგან. სანკელი ქვისგანაა აშენებული და რელეიფური ორნამენტებითაა დაფარული. ანკელის ცენტრში ჯვარია განთავსებული. ეკლესიის გარეთ აღმართულია ბრინჯაოს ზარი. ტაძრის გარეთ სოფელ წაქვას სასაფლაო მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39231