წარწერების ტაძარი
წარწერების ტაძარი (მაია: Bʼolon Yej Teʼ Naah; ცხრა გალესილი მახვილის სახლი) — კოლუმბამდელი მაიას ცივილიზაციის უდიდესი საფეხურებიანი პირამიდა პალენკეში, თანამედროვე მექსიკის შტატ ჩიაპასში. VII საუკუნეში სპეციალურად აიგო მეფე პაკალის დასამარხად, რომელიც 70 წლის მანძილზე მეფობდა პალენკეში.[1] მონუმენტის მშენებლობა მისი სიცოცხლის ბოლო ათწლეულში დაიწყო და დაასრულა მისმა ვაჟმა, ბალამ II-მ.[2] წარწერების ტაძარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძველესი მაიას შესწავლაში. ტაძარში არსებულ დაფებზე აღმოჩენილია უნიკალური იეროგლიფური ტექსტები, შთამბეჭდავი სკულპტურული პანელები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტი უშუალოდ პაკალის სამარხში.[3][4]
სტრუქტურა
რედაქტირებასტრუქტურა შედგება ტაძრისგან, რომელიც რვა-საფეხურიან პირამიდაზეა აღმართული. შენობის ხუთი შესასვლელი გარშემორტყმულია ბურჯებით, რომლებზეც ასევე ამოკვეთილია სურათები და მაიას წარწერების იეროგლიფური ტექსტები, რომელთა გამოც ეწოდა ტაძარს ამჟამინდელი სახელი. ტაძრის შიგნით აღმოჩენილია კიბე, რომელიც მეფე პაკალის სარკოფაგისაკენ მიემართება.
ისტორია
რედაქტირებატაძრის მშენებლობა 683 წელს დასრულდა. მშენებლობა თავად პაკალმა დაიწყო, თუმცა დაასრულა და ბოლო დეკორაციებით მორთო მისმა ვაჟმა, ბალამ II-მ.[5]
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანდ პალენკეს და მათ შორის წარწერების ტაძარსაც ბოლო 200 წლის მანძილზე სწავლობდნენ, პაკალის სამარხის აღმოჩენა მხოლოდ 1952 წელს მოხდა. მექსიკელმა არქეოლოგმა ალბერტო რუს ლუილიერმა ტაძრის იატაკს ერთი ფილა მოაცილა და აღმოაჩინა კიბე. ორი წლის შემდეგ, როდესაც კიბე გაასუფთავეს, აღმოჩნდა, რომ ის პაკალის სამარხისკენ მიემართებოდა.[6]
წარწერებიანი დაფები
რედაქტირებატაძარს სახელი ეწოდა წარწერებიანი დაფების გამო, რომლებიც მასშია განთავსებული. წარწერებში აღწერილია მაიას ხალხის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და მეფე პაკალის ცხოვრება.[7]
პაკალის სამარხი
რედაქტირებაპირამიდის უზარმაზარი წონის გასაძლებად და სამარხის დასაცავად, არქიტექტორმა ქოხის მსგავსი სარკოფაგი ააგო.[8]
სამარხში აღმოჩენილია არქეოლოგიური არტეფაქტები და ხელოვნების ნიმუშები. მათ შორის ჰადეს ქვისგან დამზადებული პაკალის სიკვდილის ნიღაბი.
2016 წლის ივლისში, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა საზოგადოებას აუწყეს, რომ ამერიკის ყველაზე დიდ სამარხ მონუმენტზე, შენობის შიგნით, მიწისქვეშა წყლის სადინარი სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც მეფე პაკალის სამარხის ქვეშ მდებარეობდა. წყლის ტუნელები გაედინება როგორც უშუალოდ სამარხის, ისე მთელი პირამიდის ქვეშ.
ტუნელები საკმაოდ ვიწორა და მასში ადამიანის შეღწევა შეუძლებელია, რის გამოც არქეოლოგთა ჯგუფმა სპეციალურ მავალებზე დამონტაჟებული კამერები გამოიყენა. საკმაოდ ჩახლართულ არხთა სისტემას რამდენიმე დონე და წყლის სხვადასხვა მიმართულება აღმოაჩნდა. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს არხები პირამიდის აშენებამდეც არსებობდა და შესაძლოა ქალაქ პალენკეს სადრენაჟო ან წყალმომარაგების ნაწილს წარმოადგენდა. იმის გამო, რომ მიწისქვეშა არხებში წყალი დღესაც გაედინება, მისი წყარო სავარუადოდ ბუნებრივი ნაკადულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Guenter, Stanley. (n.d.)The Tomb of K’inich Janaab Pakal: The Temple of the Inscriptions at Palenque (PDF). Mesoweb Articles. Mesoweb. ციტირების თარიღი: 2008-09-04.
- Robertson, Merle Greene (1983). The Sculpture of Palenque. Volume I: The Temple of Inscriptions. New Jersey: Princeton University Press. ISBN 0-691-03560-1.
- Stierlin, Henri (2001). The Maya: Palaces and Pyramids of the Rainforest. London; New York: Taschen. ISBN 3-8228-1241-2.
- Descifra investigador de la UNAM el nombre jeroglífico de la tumba del rey Maya Pakal (2015). ციტირების თარიღი: 2015-06-17.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Guenter:1
- ↑ Guenter:4
- ↑ Robertson 1983:24,26,54
- ↑ Stierlin 2001:79
- ↑ Guenter:3-4
- ↑ Robertson 1983:23
- ↑ Robertson 1983:54
- ↑ Stierlin 2001:77