წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია
წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვლინებელი კომისია — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული კომისია. ხელმძღვანელად ითვლებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, თუმცა კომისიის მუშაობას ფაქტობრივად წარმართავდა ნიკო ნიკოლაძე.
ისტორია
რედაქტირებაკომისია არჩევდა საზღვარგარეთ გასაგზავნი წარჩინებული სტუდენტების კონტინგენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიის მიერ შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უნიშნავდა სტიპენდიას და სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების უნივერსიტეტებში. თბილისის იმდროინდელი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა:
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 516.