ძმები მარტინების სახლი

ძმები მარტინების სახლი (რუს. Дом братьев Мартын) ასევე ეწოდება წითელი სახლი (რუს. Красный домик) — ნაგებობა დონის როსტოვში. მდებარეობს ბალშაია-სადოვაიის და კრეპოსტნოვო-პერეულკის ქუჩების გადაკვეთაზე. სახლი აგებულია 1893 წელს არქიტექტორ ნ. სოკოლოვის პროექტის მიხედვით. შენობის პირველი მფლობელი იყო ბრიტანეთის ქვეშევრდომი ივანე მარტინი[1]. ძმები მარტინების სახლს აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ძმები მარტინების სახლი
რუს. Дом братьев Мартын
კოორდინატები 47°13′35″N 39°44′10″E / 47.2263° ჩ. გ. 39.73615° ა. გ. / 47.2263; 39.73615
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნ. სოკოლოვი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110012000
გახსნის თარიღი 1893
 
კუთხის კოშკურა

ორსართულიანი წითელი აგურის შენობა აგებულია 1893 წელს როსტოველი არქიტექტორის ნიკოლაი სოკოლოვის პროექტის მიხედვით[1]. სახლი აგებულია ფსევდოგოთიკური მიმდინარეობის, ეკლექტიკის სულისკვეთებით[3][4]. აერთიანებს რუსულ და გერმანულ არქიტექტურულ სტილს[1]. სახლის კუთხეში დგას წვეტიანი კოშკი.

თავდაპირველად სახლის მფლობელი იყო ბრიტანეთის ქვეშევრდომი ივან მარტინი, ხოლო შემდეგ მისი ცოლი - პ. მარტინი. შემდეგ სახლი ეკუთვნოდათ მათ შვილებს - ვასილის, გიორგისა და ივანეს. მარტინების ოჯახს დონის როსტოვში ეკუთვნოდათ მექანიკური ქარხანა „ჯონ მარტინი და Кº“, რომელიც სახლის მახლობლად მდებარეობდა. 1910-იან წლებში გიორგი მარტინი იყო აშშ-ის კონსული[5].

1920-იან წლებში მოხდა ძმები მარტინების სახლის ნაციონალიზაცია. პირველ სართულზე განათავსეს სხვადასხვა დაწესებულებები, ხოლო მეორე სართულზე კომუნალური ბინები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობას ჩაუტარეს რესტავრაცია, რომლის შედეგადაც დაიკარგა სახურავზე არსებული ფანჯარა[5]. 1980-1990-იან წლებში შენობაში განთავსებული იყო მხატვართა სახლი, იქვე მდებარეობდა სალონი-მაღაზია, გამოფენა-ვერნისაჟი და ანტიკვარიული ფარდული.

2007 წლიდან ნაგებობა მიხეილ შოლოხოვის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ბალანსზეა, რის შემდეგაც დაიწყო მისი რესტავრაცია. იგეგმება, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ძმები მარტინების სახლში განთავსდეს მუზეუმის ფილიალი[6].

  1. 1.0 1.1 1.2 Донской Вавилон. Московский комсомолец (2013-08-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  2. г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  3. Александр Харченко. (2013-08-13) Ремонт после реставрации?. dom.161.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-09. ციტირების თარიღი: 2013-10-28.
  4. Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  5. 5.0 5.1 Вера Волошинова. «Красный домик» – будущий Ростовский филиал музея-заповедника М.А. Шолохова. werawolw.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  6. Продолжается реставрация Дома братьев Мартын. sholokhov.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-27.