ძმები ელისეევების სავაჭრო ამხანაგობის სახლი

(გადამისამართდა გვერდიდან ძმები ელისეევების სავაჭრო სახლი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძმები ელისეევების სავაჭრო ამხანაგობის სახლი (რუს. Дом торгового товарищества «Братья Елисеевы») — დიდი საცალო და გასართობი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში ნევის გამზირის 56-ში. სახლი ააშენა 1902-1903 წლებში არქიტექტორმა გაბრიელ ბარანოვსკიმ. შენობა არტ-ნუვოს არქიტექტურული სტილის პროექტის ერთ-ერთი საუცხოო მაგალითია.

ძმები ელისეევების სავაჭრო ამხანაგობის სახლი
Дом торгового товарищества «Братья Елисеевы»
კოორდინატები 59°56′03″N 30°20′16″E / 59.9342° ჩ. გ. 30.3377° ა. გ. / 59.9342; 30.3377
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი გაბრიელ ბარანოვსკი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1902-1903
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810617000

შენობის დახასიათება

რედაქტირება

დღევანდელი შენობა და აქ განთავსებული ობიექტები 1902-1903 წლებიდან 1917 წლის რევოლუციამდე ეკუთვნოდა ძმებ ელისეევებს, ხოლო 1917 წლიდან 1990-იან წლებამდე შენობაში მდებარე მაღაზია იყო ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის საკუთრება და მას უწოდებდნენ ნომერ პირველ გასტრონომს. სახლი აშენდა 1902-1903 წლებში არქიტექტორ გავრილ ვასილის ძე ბარანოვსკის მიერ ძმები ელისეევის სავაჭრო ასოციაციის კოლონიური ნაწარმის მაღაზიისათვის.

1990-იანი წლების შუა რიცხვებში მაღაზიაში ფუნქციონირებდა შპს „ელისეევების მაღაზია“. შემდგომში კი მფლობელი იყო ჰოლდინგური კომპანია „პარნას-მ“, რომელმაც 1995 წელს შეისყიდა სავაჭრო ობიექტი, 49 წლის ვადით.

შენობის სტილი მიზნად ისახავდა პარტნიორების სიმდიდრის გამოხატვასა და პოტენციური მყიდველის ყურადღების მიპყრობას. შენობის ფასადზე განთავსებულია ა. გ. ადამსონის მიერ შესრულებული სკულპტურები: „მრეწველობა“, „ვაჭრობა“, „ხელოვნება“ და „მეცნიერება“.

შენობის შიგნით იყო სამი სავაჭრო ოთახი, სარკისა და ბრინჯაოს სანათებით გაფორმებული. სახლის სარდაფში განთავსებული იყო საწყობები, მაცივრები და ერთ-ერთი საუკეთესო მარანი ევროპაში.

ისტორია და თანამედროვეობა

რედაქტირება

XVIII საუკუნის ბოლოს, ნევის გამზირისა და მალაია-სადოვაიის ქუჩის კუთხეში, მდებარეობდა ვაჭარ ი. აპაიშჩიკოვის სამსართულიანი სახლი. შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა: სენატორ დ. ო. ბარანოვს (1820 წლიდან), გრაფ გ. ფ. მენგდენს (1850-1870 წლებში). XIX საუკუნის შუა წლებში შენობაში განთავსდა ჟურნალ „სამხედრო კოლექციის“ ოფისი, რომლის რედაქტორი იყო ნ. გ. ჩერნიშევსკი.

1863 წელს, შეიცვალა შენობის პროექტი და დააშენეს კიდევ ორი სართული (არქიტექტორი ა. ტიხობრაზოვი).

საბჭოთა პერიოდში მაღაზიის ოფიციალური სახელწოდება იყო „ნომერ პირველი გასტრონომი“, თუმცა სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებნი, მას მაინც ელისეევების სავაჭრო ამხანაგობის სახლს ეძახდნენ.

1929 წელს შენობის მეორე სართულზე თეატრი გაიხსნა დ. გ. გუტმანის ხელმძღვანელობით. 1931 წელს აქ განთავსდა სატირისა და კომედიის თეატრი. 1987-1988 წლებში აღდგა სავაჭრო დარბაზის გაფორმება.

2002 წელს განხორციელდა ფასადებისა და თეატრის აღდგენითი სამუშაოები (არქიტექტორები ვ. პ. გოლუბი და სხვები).

2010 წლის 30 ნოემბერს მთავრობის დადგენილებით, შენობა შეიტანეს სპეციალურად დაცული ობიექტების ფედერალური ძეგლთა სიაში. 2011 წლის 15 თებერვლიდან, შენობაში განახლდა აღდგენითი სამუშაოები.

2012 წლის 8 მარტს მაღაზია კვლავ გაიხსნა მომხმარებლებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кириков Б. М., Кирикова Л. А., Петрова О.В. Невский проспект. Дом за домом. — 3-е изд., испр. и доп. — СПб: ООО «МиМ-Дельта», 2009. — С. 228—231. — 382 с. — ISBN 978-5-9524-4205-4.
  • Кириков Б. М. Архитектура петербургского модерна. Общественные здания. — СПб.: Коло, 2011. — Т. 2. — 576 с. — ISBN 5-901841-80-8.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება