ძმები ასლანიდების თამბაქოს ფაბრიკის შენობა

ძმები ასლანიდების თამბაქოს ფაბრიკის შენობა (რუს. Здание табачной фабрики братьев Асланиди) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს[1]. მდებარეობს წითელარმიელთა ქუჩისა და ბუდიონოვსკის პროსპექტის კუთხეში. თავდაპირველად შენობა ეკავა ძმები ასლანიდების თამბაქოს ფაბრიკას. ამჟამად ეს შენობა ქალაქის № 8 საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსია. ძმები ასლანიდების თამბაქოს ფაბრიკის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ძმები ასლანიდების თამბაქოს ფაბრიკის შენობა
რუს. Здание табачной фабрики братьев Асланиди
კოორდინატები 47°13′36″N 39°42′19″E / 47.226692° ჩ. გ. 39.705172° ა. გ. / 47.226692; 39.705172
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი XIX საუკუნის ბოლო
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

მისამართი: დონის როსტოვი, წითელარმიელთა ქუჩა, № 19.

1874 წელს ივანე და აქილევს ასლანიდებმა დააარსეს თამბაქოს ფაბრიკა. მან დაიკავა სკობელევსკის ქუჩისა და ტაგანროგის პროსპექტის (ამჟამად, შესაბამისად წითელარმიელტა ქუჩა და ბუდიონოვსკის პროსპექტი) კუთხე. 1913 წელს ასლანიების თამბაქოს ფაბრიკა შეიძინა სააქციონერო საზოგადოებამ „В. И. Асмолов и К°“[3]. 1920 წელს შენობაში განთავსდა თვალის სნეულებათა კლინიკა. 1950-იანი წლების დასაწყისში შენობა გარემონტეს და გადაეცა ქალაქის საავადმყოფოს.

1962 წელს ფაბრიკის ყოფილი შენობის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[1]:

 
„ამ სახლში 1920 წლიდან 1954 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი სწავლულ-ოფთალმოლოგი, პროფესორი კონსტანტინე ორლოვი“

როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

არქიტექტურა

რედაქტირება

ორსართულიან აგურის შენობას აქვს П ასოს მსგავსი კონფიგურაციის გეგმა. მისი ფასადები გადის წითელარმიელთა ქუჩაზე და ბუდიონოვსკის პროსპექტზე. პირველი სრთული რუსტირებულია. პირველი სართულის ფანჯრის ღიობები დეკორირებულია თამასებით და ციხესიმაგრის ქვებით. ხოლო მეორე სართულზე თამასებითა და სანდრიკებით. შენობას აქვს კორიდორული დაგეგმარების სისტემა ორმხრივად განლაგებული ოთახებით[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гегузин И. Страницы ростовской летописи. — Ростов-на-Дону, 1983. — С. 92—94.
  1. 1.0 1.1 1.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 31.
  2. 2.0 2.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  3. Владимир Сергеевич Сидоров. Энциклопедия старого Ростова и Нахичевани-на-Дону. ციტირების თარიღი: 2013-09-16.