ძიგანოურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული.

ძიგანოური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 184 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.6-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-25%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება საკუპაჟე მასალად და სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 470