ძველშავი საჩხერის

ძველშავი საჩხერის, ძველშავი ადგილობრივი, ძველშავი ნამდვილი, ძველშავი გუდაძისქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

გავრცელებულია მხოლოდ ზემო იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდია, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, ხუთ, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ფრთიანი და კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი საშუალო სისქის და უხეშია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია და მდნარი.

ძველშავი საჩხერის საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდის და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 185 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფ-ეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 120-190 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 13.5-15.4 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, მჟავიანობა — 6-8 გ/ლ-ს.

მიიღება, სუფრის წითელი, მშრალი ღვინო. იგი ნაკლებექსტრაქტული და სუსტად შეფერილია, არასაკმარისი სხეულით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 467