ძველი ქანდის ყორღანული სამარხები
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ძველი ქანდის ყორღანული სამარხები — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წეროვნის მინდორზე. თარიღდება ძვ.წ. XVII-XIV საუკუნეებით. 1962 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე) გათხარა 2 სამარხი, რომლებიც გაძარცვული იყო. დაკრძალვის წესი ვერ დადგინდა. აღმოჩენილი მასალა (ტეხილ-ხაზოვანი ნაკაწრი ორნამენტით შემკული შავპრიალა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები), რომლის მსგავსი გვხვდება თრიალეთისა და შიდა ქართლის შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებზე, ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 337-338.