ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში. ძველი სენაკის მაცხოვრის ეკლესია აიგო XIX საუკუნეში. ტაძარი ნაკურთხია, როგორც მაცხოვრის შობის ტაძარი.
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | სამეგრელო-ზემო სვანეთი |
მუნიციპალიტეტი | ძველი სენაკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნით |
დეტალები
| |
სიგრძე | 24 |
სიგანე | 19 |
მასალა | აგური |
ისტორია
რედაქტირებატაძარი თავიდან დიდი ზომის ბაზილიკა იყო, შემდეგ გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს. ეკლესიას ყოველი მხრიდან ოთხ-ოთხი თაღოვანი სარკმელი აქვს. ფასადებზე გვხვდება სიბრტყის შეწევით მიღებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათი რვაწახნაგაა და რვა სარკმელი აქვს, რომლებიც თაღებშია მოქცეული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, სამივე შესასვლელი სწორკუთხაა. ეკლესია ნაგებია აგურით.[1]